Быт. Исх. Лев. Чис. Втор. Нав. Суд. Руф. 1Цар. 2Цар. 3Цар. 4Цар. 1Пар. 2Пар. 1Ездр. Неем. 2Ездр. Тов. Иудиф. Эсф. 1Мак. 2Мак. 3Мак. 3Ездр. Иов. Пс. Притч. Еккл. Песн. Прем. Сир. Ис. Иер. Плч. Посл.Иер. Вар. Иез. Дан. Ос. Иоил. Ам. Авд. Ион. Мих. Наум. Авв. Соф. Агг. Зах. Мал. Мф. Мк. Лк. Ин. Деян. Иак. 1Пет. 2Пет. 1Ин. 2Ин. 3Ин. Иуд. Рим. 1Кор. 2Кор. Гал. Еф. Флп. Кол. 1Фес. 2Фес. 1Тим. 2Тим. Тит. Флм. Евр. Откр.

Евангелие по Матфею

 
  • [Зач. 3.] Иису́су же ро́ждшуся въ Виѳлее́мѣ Иуде́йстѣмъ во дни́ И́рода царя́, се́, волсви́ от­ восто́къ прiидо́ша во Иерусали́мъ, глаго́люще:
  • гдѣ́ е́сть рожде́йся Ца́рь Иуде́йскiй? ви́дѣхомъ бо звѣзду́ его́ на восто́цѣ и прiидо́хомъ поклони́тися ему́.
  • Слы́шавъ же И́родъ ца́рь смути́ся, и ве́сь Иерусали́мъ съ ни́мъ.
  • И собра́въ вся́ первосвяще́н­ники и кни́жники людскі́я, вопроша́­ше от­ ни́хъ: гдѣ́ Христо́съ ражда́ет­ся?
  • Они́ же реко́ша ему́: въ Виѳлее́мѣ Иуде́йстѣмъ, та́ко бо пи́сано е́сть проро́комъ:
  • и ты́, Виѳлее́ме, земле́ Иу́дова, ни чи́мже ме́нши еси́ во влады́кахъ Иу́довыхъ: изъ тебе́ бо изы́детъ во́ждь, и́же упасе́тъ лю́ди моя́ Изра́иля.
  • Тогда́ И́родъ та́й при­­зва́ волхвы́, и испы́товаше от­ ни́хъ вре́мя я́вльшiяся звѣзды́,
  • и посла́въ и́хъ въ Виѳлее́мъ, рече́: ше́дше испыта́йте извѣ́стно о отроча́ти: егда́ же обря́щете, воз­вѣсти́те ми́, я́ко да и а́зъ ше́дъ поклоню́ся ему́.
  • Они́ же послу́шав­ше царя́, идо́ша. И се́, звѣзда́, ю́же ви́дѣша на восто́цѣ, идя́ше предъ ни́ми, до́ндеже при­­ше́дши ста́ верху́, идѣ́же бѣ́ отроча́.
  • Ви́дѣв­ше же звѣзду́, воз­ра́довашася ра́достiю ве́лiею зѣло́,
  • и при­­ше́дше въ хра́мину, ви́дѣша отроча́ съ Марі́ею Ма́терiю его́, и па́дше поклони́шася ему́: и от­ве́рзше сокро́вища своя́, при­­несо́ша ему́ да́ры, зла́то и Лива́нъ и сми́рну.
  • И вѣ́сть прiе́мше во снѣ́ не воз­врати́тися ко И́роду, ины́мъ путе́мъ от­идо́ша во страну́ свою́.
  • [Зач. 4.] Отше́дшымъ же и́мъ, се́, а́нгелъ Госпо́день во снѣ́ яви́ся Ио́сифу, глаго́ля: воста́въ по­ими́ отроча́ и Ма́терь его́, и бѣжи́ во Еги́петъ, и бу́ди та́мо, до́ндеже реку́ ти: хо́щетъ бо И́родъ иска́ти отроча́те, да погуби́тъ е́.
  • О́нъ же воста́въ, поя́тъ отроча́ и Ма́терь его́ но́щiю, и отъи́де во Еги́петъ,
  • и бѣ́ та́мо до уме́ртвiя И́родова: да сбу́дет­ся рече́н­ное от­ Го́спода проро́комъ, глаго́лющимъ: от­ Еги́пта воз­зва́хъ Сы́на мо­его́.
  • Тогда́ И́родъ ви́дѣвъ, я́ко пору́ганъ бы́сть от­ волхво́въ, разгнѣ́вася зѣло́ и посла́въ изби́ вся́ дѣ́ти су́щыя въ Виѳлее́мѣ и во всѣ́хъ предѣ́лѣхъ его́, от­ двою́ лѣ́ту и нижа́йше, по вре́мени, е́же извѣ́стно испыта́ от­ волхво́въ.
  • Тогда́ сбы́ст­ся рече́н­ное иеремі́емъ проро́комъ, глаго́лющимъ:
  • гла́съ въ ра́мѣ слы́шанъ бы́сть, пла́чь и рыда́нiе и во́пль мно́гъ: Рахи́ль пла́чущися ча́дъ сво­и́хъ, и не хотя́ше утѣ́шитися, я́ко не су́ть.
  • Уме́ршу же И́роду, се́, а́нгелъ Госпо́день во снѣ́ яви́ся Ио́сифу во Еги́птѣ,
  • глаго́ля: воста́въ по­ими́ отроча́ и Ма́терь его́ и иди́ въ зе́млю Изра́илеву, изомро́ша бо и́щущiи души́ отроча́те.
  • О́нъ же воста́въ, поя́тъ отроча́ и Ма́терь его́ и прiи́де въ зе́млю Изра́илеву.
  • Слы́шавъ же, я́ко архела́й ца́р­ст­вуетъ во Иуде́и вмѣ́сто И́рода отца́ сво­его́, убоя́ся та́мо ити́: вѣ́сть же прiе́мь во снѣ́, отъи́де въ предѣ́лы Галиле́йскiя.
  • И при­­ше́дъ всели́ся во гра́дѣ нарица́емѣмъ назаре́тъ: я́ко да сбу́дет­ся рече́н­ное проро́ки, я́ко назоре́й нарече́т­ся.
  • [Зач. 3.] Когда же Иисус родился в Вифлееме Иудейском во дни царя Ирода, пришли в Иерусалим волхвы* с востока и говорят: //*Мудрецы.
  • где родившийся Царь Иудейский? ибо мы видели звезду Его на востоке и пришли поклониться Ему.
  • Услышав это, Ирод царь встревожился, и весь Иерусалим с ним.
  • И, собрав всех первосвященников и книжников народных, спрашивал у них: где должно родиться Христу?
  • Они же сказали ему: в Вифлееме Иудейском, ибо так написано через пророка:
  • и ты, Вифлеем, земля Иудина, ничем не меньше воеводств Иудиных, ибо из тебя произойдет Вождь, Который упасет народ Мой, Израиля.
  • Тогда Ирод, тайно призвав волхвов, выведал от них время появления звезды
  • и, послав их в Вифлеем, сказал: пойдите, тщательно разведайте о Младенце и, когда найдете, известите меня, чтобы и мне пойти поклониться Ему.
  • Они, выслушав царя, пошли. И се, звезда, которую видели они на востоке, шла перед ними, как наконец пришла и остановилась над местом, где был Младенец.
  • Увидев же звезду, они возрадовались радостью весьма великою,
  • и, войдя в дом, увидели Младенца с Мариею, Матерью Его, и, пав, поклонились Ему; и, открыв сокровища свои, принесли Ему дары: золото, ладан и смирну.
  • И, получив во сне откровение не возвращаться к Ироду, иным путем отошли в страну свою.
  • [Зач. 4.] Когда же они отошли, – се, Ангел Господень является во сне Иосифу и говорит: встань, возьми Младенца и Матерь Его и беги в Египет, и будь там, доколе не скажу тебе, ибо Ирод хочет искать Младенца, чтобы погубить Его.
  • Он встал, взял Младенца и Матерь Его ночью и пошел в Египет,
  • и там был до смерти Ирода, да сбудется реченное Господом через пророка, который говорит: из Египта воззвал Я Сына Моего.
  • Тогда Ирод, увидев себя осмеянным волхвами, весьма разгневался, и послал избить всех младенцев в Вифлееме и во всех пределах его, от двух лет и ниже, по времени, которое выведал от волхвов.
  • Тогда сбылось реченное через пророка Иеремию, который говорит:
  • глас в Раме слышен, плач и рыдание и вопль великий; Рахиль плачет о детях своих и не хочет утешиться, ибо их нет.
  • По смерти же Ирода, – се, Ангел Господень во сне является Иосифу в Египте
  • и говорит: встань, возьми Младенца и Матерь Его и иди в землю Израилеву, ибо умерли искавшие души Младенца.
  • Он встал, взял Младенца и Матерь Его и пришел в землю Израилеву.
  • Услышав же, что Архелай царствует в Иудее вместо Ирода, отца своего, убоялся туда идти; но, получив во сне откровение, пошел в пределы Галилейские
  • и, придя, поселился в городе, называемом Назарет, да сбудется реченное через пророков, что Он Назореем наречется.
  • ხოლო როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აჰა, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს,
  • და თქვეს: სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას.
  • ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად.
  • შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარნი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა შობილიყო იესო ქრისტე.
  • ხოლო მათ უთხრეს: იუდეის ბეთლემში; ვინაიდან ასე დაიწერა წინასწარმეტყველის მიერ:
  • და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანაო, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს.
  • მაშინ ჰეროდემ ფარულად მოუწოდა მოგვებს და გამოიკითხა მათგან ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი.
  • წარგზავნა ისინი ბეთლემს და უთხრა: წადით და გამოწვლილვით გამოიძიეთ ყრმის ამბავი, და როდესაც ჰპოვებთ, მაცნობეთ მე, რათა თავადაც მივიდე და თაყვანი ვცე მას.
  • ხოლო მათ უსმინეს მეფეს და წავიდნენ. და, აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთით, წინ მიუძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და თავს დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო.
  • ხოლო მათ, ვარსკვლავის დანახვისას, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს.
  • როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.
  • და ეუწყათ სიზმრად, არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან და სხვა გზით მიიქცნენ თავიანთ ქვეყნად.
  • ხოლო მათი წასვლის შემდეგ, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად იოსებს და უთხრა: ადექი, წაიყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეს; და იყავი იქ, სანამ არ გეტყვი შენ; ვინაიდან ჰეროდეს სურს მოძებნოს ყრმა და მოაკვდინოს იგი.
  • ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედა მისი ღამით, და წავიდა ეგვიპტეს.
  • და იყო იქ ჰეროდეს აღსასრულამდე; რათა აღსრულებულიყო სიტყვა უფლისა, თქმული წინასწარმეტყველის მიერ: ეგვიპტით მოვუხმე ჩემს ძეს.
  • მაშინ, რა იხილა ჰეროდემ, რომ მოტყუებულ იქნა მოგვების მიერ, ძალზე განრისხდა, წარგზავნა ხალხი და ამოაწყვეტინა ყოველი ყრმა ბეთლემსა და მთელს მის შემოგარენში, ორ-ორი წლისა და უმრწემესნი, თანახმად ასაკისა, რომელიც გამოიკითხა მოგვებისაგან.
  • მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
  • ხმა გაისმა რამაში გოდებისა და დიდი გლოვისა: რაქელი დასტირის თავის შვილებს და არა სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან.
  • ხოლო როდესაც აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში,
  • და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყნად, ვინაიდან მოკვდნენ ისინი, ვინც ეძიებდნენ ყრმის სულს.
  • ისიც ადგა და წამოიყვანა ყრმა და დედამისი და მოვიდა ისრაელის ქვეყნად.
  • მაგრამ, როდესაც გაიგო, არქელაოსი მეფობსო იუდეაში მამამისის ჰეროდეს ნაცვლად, შეეშინდა იქ მისვლა და სიზმარეული ჩვენებით გაფრთხილებულმა მიაშურა გალილეის მხარეს.
  • მივიდა და დაესახლა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაზარეთი, რათა აღსრულებულიყო თქმული წინასწარმეტყველთა მიერ: ნაზარეველად იწოდებისო.
  • ხოლო იესუჲს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს:
  • სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა.
  • ვითარცა ესმა ესე ჰეროდეს მეფესა, შეძრრწუნდა, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა.
  • და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა უკუე შობად არს ქრისტე?
  • ხოლო მათ ჰრქუეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყუელისა მიერ:
  • და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი.
  • მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკულავისაჲ.
  • და წარავლინნა იგინი ბეთლემდ და ჰრქუა: მოვედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს და რაჟამს ჰპოოთ იგი, მითხართ მე, რაჲთა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას.
  • ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. და აჰა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინა-უძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაჲ იგი.
  • ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკულავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად.
  • და ვითარცა შევიდეს სახლსა მას, იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა თჳსისა, და დავარდეს და თაყუანის-სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შეწირეს მისა ძღუენი: ოქროჲ, გუნდრუკი და მური.
  • და მოიღეს ბრძანებაჲ ჩუენებით, რაჲთა არა მიაქციონ ჰეროდესა, არამედ სხჳთ გზით წარვიდენ სოფლად თჳსა.
  • და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე.
  • ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი ღამე და წარვიდა ეგჳპტედ და იყო მუნ, ვიდრე აღსრულებადმდე ჰეროდესა.
  • რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლიჃ?ელისა მიერ: ეგვიპტით უწოდე ძესა ჩემსა.
  • მაშინ ვითარცა იხილა ჰეროდე, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად, წარავლინნა და მოსწყჳდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი, მსგავსად მის ჟამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან.
  • მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს:
  • ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა გოდებისა და ტირილისა და ტყებისაჲ მრავალი; რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან.
  • ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით იოსებს ეგჳპტეს
  • და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა, რამეთუ მოსწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა.
  • ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა.
  • და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა თჳსისა, შეეშინა მისლვად მუნ და ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და წარვიდა კერძოთა გალილეაჲსათა.
  • და მივიდა და დაეშენა ქალაქსა შინა, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინასწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: ნაზარეველ ეწოდოს.